კატეგორიები
სერვისის შესახებ

112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი

 

მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს. სერვისი ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.

 


 

 

 


გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება გადაეცემა:

 

 

ვისთვის არის განკუთვნილი ახალი სერვისი?

112-ის SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინება) და ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის.

 

112 ჟესტურ ენაზე

ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.


სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი

 

 

სარეგისტრაციო მონაცემები დაცულია


თუ სერვისით ისარგებლებს პირი, რომელიც არ არის ყრუ და სმენადაქვეითებული, მოხდება მისი იდენტიფიცირება და რეგისტრაციის გაუქმება.


რეგისტრაციის გავლის წესი   

  1. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge ან 112-ში სატელეფონო ზარის განხორციელებით
  2. სერვისით სარგებლობისთვის სარეგისტრაციო ფორმაში აუცილებელია მიუთითოთ პირადი მობილურის ნომერი
  3. დაელოდეთ დარეგისტრირების დამადასტურებელ შეტყობინებას სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე
  4. ვიდეო ზარით სარგებლობისთვის 112-ის სარეგისტრაციო ფორმაში აუცილებელია შეავსოთ ველი - Skype ID (მისამართი)
  5. დაელოდეთ 112-ის ოპერატორისგან გამოგზავნილ მოთხოვნას Skype-ში დამატების შესახებ
  6. სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, გთხოვთ, განაახლოთ ინფორმაცია

 

როგორ ვისარგებლოთ  112-ის SMS  სერვისით?

- SMS-ის გაგზავნა შესაძლებელია ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან

- SMS- ის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივად ჩართული მობილური ტელეფონიდან

- SMS სერვისით სარგებლობა უფასოა

- მისამართის ველში აკრიფეთ მხოლოდ 112 (არ არის საჭირო +995, 032, ან რომელიმე ქალაქის კოდი)

- შეტყობინება გამოაგზავნეთ ლათინური შრიფტით

- შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: რა მოხდა (ინციდენტის ტიპი) და სად მოხდა (მისამართი)

 

 

როგორ ვისარგებლოთ  112-ის  ვიდეო ზარის სერვისით?

 - ვიდეო ზარით სარგებლობისთვის აუცილებელია ინტერნეტთან წვდომა

- 112-თან ვიდეო ზარით დაკავშირება შესაძლებელია Skype -ის საშუალებით

- ვიდეო ზარის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ 112-ის სარეგისტრაციო ბაზაში მითითებული Skype ID-ით

- შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: რა მოხდა (ინციდენტის ტიპი) და სად მოხდა (მისამართი) 

 

სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის!


112-ის  SMS და ვიდეო ზარით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს

  

112-ის გამოყენება არამიზნობრივად ან ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით!