რა არის 112?

112 არის საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერი, რომელიც 2012 წელს გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა.

112 წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

112 საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს ერთიანი სატელეფონო ნომრის 1–1–2 საშუალებით. დამუშავებული ინფორმაცია ოპერატიულად გადაეცემა: 


    პოლიციას
    სახანძრო / სამაშველო სამსახურს
    სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს

 


 

112-ის ამოქმედებამდე, საქართველოში არსებობდა გადაუდებელი დახმარების სამი ნომერი, რომლებიც კოორდინირებული სისტემის გარეშე, მოძველებული ტექნოლოგიებით მუშაობდნენ.   
                          

ახალმა სისტემამ საგრძნობლად შეამცირა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დრო და გაზარდა მომსახურების ხარისხი.

 
 

112  ევროპის ქვეყნებში მოქმედი გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომერია. 2009 წლიდან, ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით 11 თებერვალი (11/2), როგორც საქართველოში, ასევე ევროპის თითოეულ ქვეყანაში 112-ის დღედ აღინიშნება.