საერთაშორისო თანამშრომლობა

  ევროპის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფორუმი (PSCE)

საქართველოს შსს სსიპ 112, 2014 წლის 10 აპრილს ევროპის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფორუმის (PSCE) სრულუფლებიანი წევრი გახდა.


PSCE დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიასაც წარმოადგენს  საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინფორმაციული მართვის სისტემების გაუმჯობესება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა კრიზისული თუ საგანგებო სიტუაციების დროს.


PSCE ორიენტირებულია პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რათა საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ საქმის კურსში მიმდინარე მოვლების შესახებ და მოახდინონ დროული რეაგირება. ორგანიზაცია მუმდივად ზრუნავს საგანგებო სიტუაციების მართვით დაინტერესებული პირების ურთიერთკავშირზე უახლესი ტექნოლოგიების გაცნობისა და გაზიარების მიზნით

 

       
 

 

 

 

ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) 

საქართველოს შსს სსიპ 112-ის წარმომადგენლობა, 2013 წლის 3 სექტემბერს, ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი გახდა.


ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA)  წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც შეიქმნა 1999 წელს და უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის ხარისხის ამაღლებას ევროკავშირის მასშტაბით. EENA აერთიანებს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მკვლევარებსა და ასოციაციებს