მისია, მიზანი და ფუნქციები

მისია

112-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.

 



მთავარი მიზანი

112-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება.

 



ძირითადი ფუნქციები

მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შესახებ შეტყობინების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის -  1-1-2 -ის, მონაცემთა ავტომატური დამუშავების სისტემის ან დაკავშირების სხვა ალტერნატიული არხების მეშვეობით


მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ მიღებული შეტყობინებების დამუშავება და რეაგირების მიზნით შესაბამისი სუბიექტებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება


საგანგებო სიტუაციებსა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე რეაგირების განმახორციელებელი უფლებამოსილი სუბიექტების დანიშნულების ადგილას მისვლამდე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა და აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდება


მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება