ავთანდილ ჩიტაძე

 

ავთანდილ ჩიტაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი


ავთანდილ ჩიტაძეს, 2017 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვისა და შიდა უსაფრთხოების ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

ავთანდილ ჩიტაძეს აქვს 13 წლიანი გამოცდილება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის.

2016-2017 წლებში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსისა და 2014-2016 წლებში, სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა.

2004 – 2014 წლებში, ავთანდილ ჩიტაძე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა მთიანეთის, ასევე შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის განყოფილების უფროსისა და სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.

 

ავთანდილ ჩიტაძეს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში, იურისტის სპეციალობით, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში,  სამართალდამცავების განვითარების პროგრამის მონაწილე იყო.