მაია გიორგაძე

 

მაია გიორგაძე 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორის მოადგილე

 

მაია გიორგაძე  შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობას 2017 წლის დეკემბრიდან იკავებს. მას 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის.


მაია გიორგაძე, 2016-2017 წლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ჯერ მინისტრის მრჩევლის, ხოლო მოგვიანებით ქვეყნის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014-2016 წლებში კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს საორგანიზაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.


მაია გიორგაძეს ასევე აქვს, როგორც კერძო სექტორში, ისე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში (American Councils, OSCE ODIHR) მუშაობის გამოცდილება.

 

საჯარო სექტორში მოღვაწეობის პარალელურად, იგი ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამის მიწვეული ლექტორია.

 

მაია გიორგაძე ფლობს ფლეჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრის ხარისხს (ბოსტონი, აშშ).