ოპერატორთან თანამშრომლობა

112-ში მუშაობენ პროფესონალი ოპერატორები, რომლებიც მოქალაქეების ზარებს 24 საათის განმავლობაში პასუხობენ.


მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მათ მუდმივად უტარდებათ სპეციალური ტრენინგები  და გამომუშავებული აქვთ უნარები, რომ საგანგებო სიტუაციის დროს შეძლონ ინიციატორისგან საჭირო ინფორმაციის მიღება და მათთვის ოპერატიული დახმარების აღმოჩენა.


თუმცა, მხოლოდ ოპერატორის პროფესიონალიზმი არ არის  საკმარისი დახმარების აღმოჩენისათვის.  დროული და ეფექტური დახმარების მიღებისათვის მნიშვნელოვანია ოპერატორთან სწორი ფორმით თანამშრომლობა.

კითხვები, რომლებზეც აუცილებლია პასუხის გაცემა:


1.    რა მოხდა? - შემთხვევის ტიპი
2.    სად მოხდა? -  შემთხვევის ზუსტი ადგილი (ლოკაცია)
3.    თქვენი სახელი და გვარი



როდესაც წამები გადამწყვეტია აუცილებელია უპასუხოთ 112-ის ოპერატორის შეკითხვებს გარკვევით.


112-ის ოპერატორთან თანამშრომლობის დროს:


  აუცილებელია, გქონდეთ პასუხები ზემოთ ჩამოთვლილ სამ კითხვაზე 
  ისაუბროთ გარკვევით და მშვიდად
  არ გათიშოთ ტელეფონი, სანამ ოპერატორი არ დაასრულებს თქვენთან საუბარს


გახსოვდეთ!


ლოკაცია - ოპერატორთან თანამშრომლობისას უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაა. თუ ვერ აუხსნით ოპერატორს შემთხვევის ადგილს შეუძლებელი იქნება დახმარების დროულად აღმოჩენა.