კატეგორიები
სერვისის შესახებ

2017 წლის 11 თებერვლიდან „112“-მა მოქალაქეებს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისი - მობილურ აპლიკაცია შესთავაზა.
მობილური აპლიკაცია მოქალაქესა და „112“-ის ოპერატორს შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.


მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება  მსოფლიოს მხოლოდ 13 ქვეყანაშია დანერგილი.


აპლიკაციის მთავარი მიზანია
  დაეხმაროს ინიციატორს ადგილმდებარეობის განსაზღვრაში, მისი საშუალებით შესაძლებელია სურვილისამებრ სწრაფად და მარტივად გადმოიგზავნოს „112“-ში  თქვენი ადგილმდებარეობის კოორდინატები.


112-ის მობილური აპლიკაცია უფასოა, აქვს iOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.



მობილური აპლიკაცია  არის  „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული საკომუნიკაციო არხი და ის არ ანაცვლებს არცერთ არსებულ არხს. ეს არის დამატებითი საშუალება „112“-თან დასაკავშირებლად, ამიტომ თუ ტელეფონით დაკავშირების საშუალება გაქვთ, უმჯობესია დარეკოთ 112-ზე.