კატეგორიები
ფუნქციონალი

აპლიკაცის ფუნქციონალის სრულად სარგებლობისთვის საჭიროა გააქტიურებული გქონდეთ ინტერნეტი და GPS სერვისი.

 მობილური აპლიკაცია შედგება შემდეგი ფუნქციონალისგან:

   ჩუმი გამოძახება (SOS)
  ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი)
  ზარის განხორციელება
 

    ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS)  - ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს არ შეუძლია საუბარი და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას,  შეუძლია გამოიყენოს SOS - ჩუმი განგაშის  ფუნქცია. მაგალითად ოჯახური ძალადობის დროს,  გატაცების დროს, ყაჩაღობის დროს და სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში.

აღნიშნული ფუნქციონალის გასააქტიურებლად საჭიროა ჩართული გქონდეთ GPS სერვისი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ სერვისს ვერ გამოიყენებთ. SOS ღილაკზე დაჭერით იგზავნება თქვენი ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები და დაფიქსირებულ ლოკაციაზე გამოიგზავნება პოლიცია.

თუ გამოგზავნილი კოორდინატები არ იქნება საკმარისი თქვენი ადგილმდებარეობის დასადგენად, მიიღებთ შეტყობინებას დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საჭიროების თაობაზე.
 

    „112“-ის ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი) - აღნიშნული ფუნქციის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც  არ შეუძლია დარეკვა, მაგრამ საშუალება აქვს, ჩატის საშუალებით, ოპერატორის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს.

აღნიშნული ფუნქციონალის გამოყენებისას, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააქტიურებული აქვს GPS სერვისი  პარალელურად სურვილისამებრ 112-ში გაიგზავნება  ინიციატორის  ადგილმდებარეობა. თუ  არ აქვს ინტერნეტი 112-ში  ინფორმაცია გაიგზავნება SMS-ის სახით.

 


    ზარის განხორციელება „112“-ში - იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს გააქტიურებული აქვს GPS სერვისი , პარალელურად, სურვილისამებრ 112-ში გაიგზავნება  ინიციატორის  ადგილმდებარეობა. თუ  არ აქვს ინტერნეტი 112-ში  ინფორმაცია გაიგზავნება SMS-ის სახით.