კატეგორიები
ხშირად დასმული კითხვები

    „112“-ის აპლიკაცია ნებისმიერი მობილური ტელეფონისთვოს არის ხელმისაწვდომი?
„112“-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android-ის (ვერსია 4.5 და ზევით)  და IOS-ის (ვერსია 9 და ზევით) ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონებისთვის.

    როგორ დავაყენო „112“-ის  აპლიკაცია მობილურ ტელეფონში?

Android საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონებში აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა Google Play Store-იდან. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ Google Play-ის მომხმარებლად.  აპლიკაცია განთავსებულია Google Play Store -ში სახელით  “112 Georgia”.  შეგიძლიათ მოძებნოთ ამ დასახელებით ან ისარგებლოთ შემდეგი ბმულით:
https://goo.gl/sw5mBB

iOS საოპერაციო სისტემაზე მომუშავე ტელეფონებში აპლიკაციის დასაყენებლად საჭიროა მისი გადმოტვირთვა App Store-დან. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ App Store-ის მომხმარებლად, ანუ გქონდეთ Apple ID.  აპლიკაცია განთავსებულია App Store-ში სახელით “112 Georgia”.
შეგიძლიათ მოძებნოთ ამ დასახელებით ან ისარგებლოთ შემდეგი ბმულით:
https://goo.gl/ZW9DkB



    საჭიროა თუ არა წინასწარი  რეგისტრაცია „112“-ის აპლიკაციის გამოსაყენებლად?
მობილური აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია მომხმარებელმა მიუთითოს პირადი მობილურის ნომერი, რომელიც ჩართულია და რეგისტრირებულია საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორთან.

რეგისტრაციის ბოლოს თქვენ მიერ მითითებულ მობილურ  ნომერზე გამოიგზავნება აქტივაციის კოდი, რომლის სისტემაში შეყვანაც აუცილებელია რეგისტრაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.

ამ პროცედურის დასრულების შემდეგ უკვე შეძლებთ ისარგებლოთ „112“-ის მობილური აპლიკაციით.

    რა ფუნქციები აქვს „112“-ის აპლიკაციას?
მობილური აპლიკაცია შედგება შემდეგი ფუნქციონალისგან:
•    112-თან  ზარის განხორციელება
•    ოპერატორთან მიმოწერა (ჩათის ფუნქციონალი)
•    SOS (ჩუმი გამოძახება)
აპლიკაციის მთავარი მიზანია  დაეხმაროს ინიციატორს ადგილმდებარეობის განსაზღვრაში, მისი საშუალებით შესაძლებელია სურვილისამებრ სწრაფად და მარტივად გადმოიგზავნოს 112-ში  თქვენი ადგილმდებარეობის კოორდინატები.
აპლიკაცის ფუნქციონალის სრულად სარგებლობისთვის საჭიროა გააქტიურებული გქონდეთ ინტერნეტი და GPS სერვისი.
ინსტრუქციის სანახავად მიჰყევით შემდეგ ბმულს: ( youtube-ის ლინკი, ან ვებგვერდის)
მობილური აპლიკაცია  არის  „112“-თან დაკავშირების ალტერნატიული საკომუნიკაციო არხი და ის არ ანაცვლებს არცერთ არსებულ სერვისს.

    რას ნიშნავს SOS ფუნქცია?
SOS ფუნქციონალის გასააქტიურებლად საჭიროა ჩართული გქონდეთ GPS სერვისი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ სერვისს ვერ გამოიყენებთ.
SOS ღილაკზე დაჭერით იგზავნება თქვენი ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები, დაფიქსირებულ ლოკაციაზე გამოიგზავნება პოლიცია.
თუ გამოგზავნილი კოორდინატები არ იქნება საკმარისი თქვენი ადგილმდებარეობის დასადგენად, მიიღებთ შეტყობინებას დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საჭიროების თაობაზე.


    საჭიროა თუ არა ინტერნეტთან წვდომა „112“-ის აპლიკაციის გამოსაყენებლად?
აპლიკაციის გამოსაყენებლად სასურველია გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია მოგცემთ საშუალებას  SMS-ის სახით დაუკავშირდეთ  „112“-ს.

    აქვს თუ არა „112“-ის აპლიკაციას ინიციატორის ადგილმდებარეობის დადგენის ფუნქცია?
დიახ, აქვს. იმ შემთხვევაში თუ  გააქტიურებთ  GPS სერვისს,  აპლიკაციის ფუნქციონალის გამოყენებისას სურვილისამებრ შეძლებთ თქვენი ადგილმდებარეობის კოორდინატების გადმოგზავნას „112“-ში.

    რამდენად კონფიდენციალურია პირადი ინფორმაცია?
„112“-ის აპლიკაციის უსაფრთხოებას, პირველ რიგში, უზრუნველყოფს
Google Play Store და iOS App Store სერვისები. ამასთან ერთად აპლიკაცია იყენებს მონაცემთა შიფრაციას და დაშიფრულ კომუნიკაციას.
შსს სსიპ ,,112“ უზრუნველყოფს, კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, პერსონალური მონაცემების დაცვას და მის კონფიდენციალურობას;
მათი შემდგომი დამუშავება მოხდება მხოლოდ აპლიკაციის პირობებით განსაზღვრული წესისა (ბმული  „წესები და პირობები“) და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების შესაბამისად.

გაითვალისწინეთ:  პირადი მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია განაახლოთ ინფორმაცია. თქვენ მიერ არასწორად მითითებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას არ იღებს შსს სსიპ „112“.
             
    რა ენაზეა ხელმისაწვდომი „112“-ის მობილური აპლიკაცია?
„112“-ის მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია 3 ენაზე: ქართული, ინგლისური, რუსული

    ფასიანია „112“-ის აპლიკაციით სარგებლობა?
„112“-ის მობილური აპლიკაციით სარგებლობა უფასოა

    რა სანქციები არსებობს „112“-ის აპლიკაციის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში?
„112“-ის მობილური აპლიკაციის გამოყენება არამიზნობრივად ან/და ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით!