კატეგორიები
დამატებითი ინფორმაცია

   ტესტირების პროცესი
„112“-ის პროგრამისტების მიერ შემუშავდა მობილური აპლიკაცია, რომელიც რამდენი თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში მუშაობდა. ტესტირების პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის 100-მდე სტუდენტი იყო ჩართული.



    OGP – „ღია მმართველობის პარტნიორობა“


საერთაშორისო ინიციატივის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership - OGP)  2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შსს-ს სსიპ „112“-მა დაკავშირების ალტერნატიული არხი - მობილური აპლიკაცია დანერგა, რომლის მიზანს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით „112“-თან ხელმისაწვდომობის გაზრდა და გადაუდებელი დახმარების უმოკლეს დროში მიღება წარმოადგენს.



   ტრენინგი ოპერატორებისთვის


„112“-ის ოპერატორებს ჩაუტარდათ ტრენინგი - „112-ის ის მობილური აპლიკაციიდან შემოსული შეტყობინებების მართვის თავისებურებები“. ტრენინგის მიზანი იყო „112“-ში მომუშავე ოპერატორთა მიერ მობილური აპლიკაციიდან შემოსული შეტყობინების მართვის სწავლება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება.