სიახლეები
გაეროს ელჩები სტუმრად 112-ში
2019-04-16 15:48:21
გაეროს ელჩები სტუმრად 112-ში

საქართველოში ვიზიტით მყოფი გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები „112“-ის თბილისის ცენტრს ესტუმრნენ.

 

ელჩები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნენ. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ. ელჩებმა თავად ნახეს რამდენიმე დაკავშირების არხით, როგორ მართავენ ოპერატორები შემოსულ ზარებს. მათ შორის სმს და ვიდეო ზარით, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვისაა განკუთვნილი და ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ შემოსულ შეტყობინებეს. ასევე, მობილური აპლიკაციით, რომელიც დაკავშირების ინოვაციური არხია და მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობა წარმოადგენს.