სიახლეები
112-ს სტუდენტები ესტუმრნენ
2019-04-23 16:52:32
112-ს სტუდენტები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების წევრები - თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.

 

„112“-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის საქმიანობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრისას, სტუმრები „112“-ის თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებულ პროექტებსაც გაეცნენ. მათ შორის, მობილურ აპლიკაციას, რომელიც მოქალაქესა და „112“-ის ოპერატორს შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

 

სტუმრებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს SMS და ვიდეო ზარის სერვისების შესახებ, რომელთა საშუალებითაც სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს.

 

„112“-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს დაგეგმილი თანამედროვე და ინოვაციური პროექტებიც გააცნო.