სიახლეები
ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტი 112-ში
2019-05-03 15:39:30
ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლების ვიზიტი 112-ში

ტაილანდის სამეფოს „ეროვნული აღმშენებლობის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები „112“-ის თბილისის ცენტრს ესტუმრნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ასევე, ცენტრების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

დელეგაციის წევრების მთავარი ინტერესის სფეროს განვითარებად ქვეყნებში ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობაზე დაკვირვება და გადაუდებელი შემთხვევების მართვის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენს.