სიახლეები
ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეები სტუმრად 112-ში
2019-05-15 09:13:50
ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეები სტუმრად 112-ში

„112“-ის თბილისის ცენტრს, ახალგაზრდული ფორუმის "YouthSpeak Forum'19"-ის ფარგლებში სტუდენტები ესტუმრნენ.

 

ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა „112“-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს, სადაც ოპერატორების და დისპეტჩერების მუშაობის, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ. შეხვედრის დროს, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ „ჭკვიან კამერებზე“ და მათ როლზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით.