სიახლეები
გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის ვიზიტი
2019-05-20 17:13:22
გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის ვიზიტი

„112“-ის თბილისის ცენტრს გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

 

სტუმრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნენ. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ.