სიახლეები
ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტი 112-ში
2019-05-24 11:10:13
ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტი 112-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ყაზახეთის ქ. ალმა-ათას განვითარების ცენტრის, მერიისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

 

„112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარებისა და ცენტრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

 

ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის დელეგაციის წევრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკას გაეცნენ.