სიახლეები
112-ის გმირი ბავშვების დაჯილდოება
2019-06-01 15:51:05
112-ის გმირი ბავშვების დაჯილდოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში „112-ის გმირი ბავშვების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წელს უკვე მეოთხედ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-მა, 4 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა. ასევე, იმ 5 ბავშვს რომლებმაც ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს, მადლობის სიგელები გადასცა.


„112-ის გმირის“ წოდება მიენიჭა: ნუცა საჯაიას, დავით ტალახაძეს, ნინი მირუაშვილსა და საბა მაზიაშვილს.


პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც უმაღლესი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში.