სიახლეები
112-ს ინდონეზიის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ესტუმრა
2019-08-29 14:11:31
112-ს ინდონეზიის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ესტუმრა

„112“-ის თბილისის ცენტრს ინდონეზიის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ესტუმრა. სტუმრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

 

შეხვედრისას, „112“-ის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ასევე, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროცესებს გაეცნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ.