სიახლეები
ახალგაზრდა პარლამენტარები სტუმრად 112-ში
2019-10-22 10:08:58
ახალგაზრდა პარლამენტარები სტუმრად 112-ში

სტუდენტური პარლამენტის წევრი, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები „112“-ს ცნობიერების ამაღლების მიზნით ესტუმრნენ.

 

სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს 112-ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრების მუშაობის სპეციფიკის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, თუ როგორ ხდება საქართველოს მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვა. ასევე, ზარის მიღება და შესაბამის საგანგებო სამსახურებთან ინფორმაციის ოპერატიული გადაცემა.