სიახლეები
112-ის ოპერატორები სტრესის მართვის ტრენინგს გადიან
2019-12-09 08:48:19
112-ის ოპერატორები სტრესის მართვის ტრენინგს გადიან

პოლონური ორგანიზაციის Fundacja HumanDoc და „ძდექ“ -ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრენინგების სერია „112“-ის ოპერატორებისთვის თემაზე: სტრესის მართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ოპერატორი.

 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით პოლონური ორგანიზაცია HumanDoc შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან და ორგანიზაცია ,,ძდექ“-თან ერთად ახორციელებს პროექტს ,,საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადე პირების თერაპიის პროგრამის გაძლიერება 2019-2020“, რომლის ფარგლებშიც გადამზადებას გადიან 112-ის ოპერატორებიც.


პროექტი ორწლიანია და ყოვეწლიურად „112“-ის 100-მდე ოპერატორის გადამზადებას ითვალისწინებს.


2019 წელს ივლისის თვეში 112-ის ოპერატორებისთვის უკვე ჩატარდა „ოჯახში ძალადობა და სექსუალური შევიწროება - სამართლებრივი ასპექტები და იდენტიფიცირების ინსტრუმენტები“ - ტრენინგი.