სიახლეები
ახალი წლის ღამე 112-ში
2020-01-01 17:15:57
ახალი წლის ღამე 112-ში

შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი გიორგი არსოშვილი, მოადგილეებთან ერთად ახალ წელს „112“-ის ცენტრში შეხვდა.

 

ხელმძღვანელმა პირებმა „112“-ის თბილისისა და რუსთავის ოპერატორ /დისპეტჩერებს ახალი წელი მიულოცეს.

 

„112“-ის ოპერატორები და დისპეტჩერები 24 საათის განმავლობაში იღებენ ზარებს და ოპერატიულად გადასცემენ შესაბამის სამსახურებს.

 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს „112“-ში 5 მილიონამდე ზარი შემოვიდა.