როდის უნდა დარეკოთ

 
 
 
 
 
 
 
112 განკუთვნილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას.


გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც აუცილებელია პოლიციის, სახანძრო/სამაშველო ბრიგადის ან სასწრაფოს დაუყოვნებლივ მოსვლა.


იმისათვის, რომ განსაზღვროთ არის თუ არა სიტუაცია გადაუდებელი უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვას:

აუცილებელია საგანგებო სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო) დაუყოვნებლივ მოსვლა ადგილზე?


თუ ამ კითხვაზე თქვენი პასუხია „დიახ“ აუცილებლად უნდა დარეკოთ 112 - ზე და მიაწოდოთ ოპერატორს ინფორმაცია რა მოხდა ან რა შეიძლება მოხდეს.


დარეკეთ 112 - ზე, როდესაც:


   ხანძარია
   პიროვნებამ მოულოდნელად დაკარგა გონება
   პიროვნებას აქვს სხეულის სერიოზული დაზიანება
   პიროვნებას აქვს ძლიერი სისხლდენა
   გახდით თვითმკვლელობის მცდელობის თვითმხილველი
   გახდით მკვლელობის თვითმხილველი
   გახდით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თვითმხილველი
   გახდით ყაჩაღობის თვითმხილველი
   გახდით ძარცვის თვითმხილველი
   გახდით ძალადობის თვითმხილველი
   შეამჩნიეთ პოლიციის მიერ ძებნილი პიროვნება
   გახდით ნარკოტიკების მოხმარების თვითმხილველი
   შეამჩნიეთ საეჭვო სახის ნივთი
   გახდით აფეთქების თვითმხილველი

გახსოვდეთ!


შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ისაუბრეთ გარკვევით და უპასუხეთ 112-ის ოპერატორის დასმულ ყველა კითხვას!