სიახლეები
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი „112“ ამოქმედდა
2012-06-20 15:06:53
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი „112“ ამოქმედდა

ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის თანახმად მიმდინარე წლის ივნისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სპეციალური მოკლე ნომერი - 1-1-2.

 

გარდამავალ ეტაპზე ერთდროულად იმუშავებს, როგორც საგანგებო სიტუაციების ახალი ნომერი -  1-1-2, ასევე ძველი ნომრები როგორებიცაა: საპატრულო პოლიცია - 122, სახანძრო-სამაშველო სამსახური - 111 და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება - 113.

 

 

საგანგებო სამსახურების გამოძახების წესი უცვლელია და მათთან დასაკავშირებლად ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ შესაბამისი სამსახურების მოკლე სამციფრიანი ნომრები ან მოკლე ნომერი - 1–1–2 .

 

1–1–2–ზე ზარის განხორციელება შესაძლებელია მაშინაც კი თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან თუ მობილურ ტელეფონში სიმ–ბარათი არ დევს.