სიახლეები
112-ს ყირგიზეთის შს მინისტრის მოადგილე ეწვია
2015-02-17 09:40:25
112-ს ყირგიზეთის შს მინისტრის მოადგილე ეწვია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილე ტალაიბეკ ტემირალიევს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ს ეწვივნენ.

 

112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უცხოელ კოლეგებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის შენობა დაათვალიერებინა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. 112-ის თანამშრომლებმა სტუმრებს ცენტრის განვითარების სამომავლო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარუდგინეს.

 

  


ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრის მოადგილე ტალაიბეკ ტემირალიევმა 112-ის მუშაობა დადებითად შეაფასა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.