სიახლეები
„პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის“ პროგრამაში ჩართული მოსწავლეების ვიზიტი 112-ში
2015-04-29 18:08:35
„პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის“ პროგრამაში ჩართული მოსწავლეების ვიზიტი 112-ში

2015 წლის 29 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვის“ პროგრამაში ჩართული IX-XII კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.


ბავშვებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს, დააკვირდნენ სამუშაო პროცესს, გაეცნენ გადაუდებელ სიტუაციებში ქცევის წესებს და 112-ის წარმომადგენლებისაგან მათთვის საინტერესო კითხვებზეიიღეს პასუხები.

 

  


112-ში ვიზიტი მოსწავლეებისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ყოველთვის აინტერესებდათ, თუ როგორ ფუნქციონირებს ცენტრი და რა რეჟიმში უწევთ მუშაობა ოპერატორებს.


 

აღნიშნულ პროგრამას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახორციელებს. პროგრამის მიზანია, რომ დაეხმაროს IX-XII კლასის მოსწავლეებს  პროფესიის შერჩევაში.