სიახლეები
112-მა საქველმოქმედო მარათონში მიიღო მონაწილეობა
2015-05-04 11:26:03
112-მა საქველმოქმედო მარათონში მიიღო მონაწილეობა

3 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტ „დარბის ყველა, დარბის მთელი მსოფლიო, დარბის საქართველო!“-ს ფარგლებში. ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დასახმარებლად, მსოფლიოს მასშტაბით გამართულ საქველმოქმედო ღონისძიება, ერთდროულად 5 კონტინეტზე, 35 ქვეყანაში ჩატარდა.

 

საქართველოში საერთაშორისო მარათონი კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით გაიმართა.

 

  


საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული ფული სრულად გადაერიცხება „Wings For Life“-ის კვლევის ფონდს. თანხა იმ სამეცნიერო კვლევებს მოხმარდება, რომელთა საშუალებითაც ზურგის ტვინის დაავადებების განკურნება შესაძლებელი გახდება.