სიახლეები
182-ე საჯარო სკოლის სკოლის მოსწავლეების ვიზიტი 112-ში
2015-05-05 15:44:41
182-ე საჯარო სკოლის სკოლის მოსწავლეების ვიზიტი 112-ში

2015 წლის 5 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, პროექტის მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამის ფარგლებში,  182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები  ესტუმრნენ.

 

აღნიშნული ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

პროექტის მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო  ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასევე, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, მართლშეგნებისა  და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა.


 

  

 


ვიზიტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა დაათვალიერეს 112-ის სამუშაო დარბაზი, ადგილზე გაეცნენ სამსახურისა და  ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას. სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის -  112-ის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. ასევე, მოზარდებს მიეწოდთ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით. 112-ში სტუმრობის დროს სკოლის მოსწავლეებმა სამსახურის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება 112-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და კანონით გათვალისწინებული, მოქალაქეების უფლების შესახებ.

 

კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის განხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.