სიახლეები
ტრენინგი - „ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურების სტანდარტები“ 112-ის ოპერატორებისათვის
2015-05-08 15:42:25
ტრენინგი - „ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურების სტანდარტები“ 112-ის ოპერატორებისათვის

ეფექტური მომსახურების სტანდარტებსა და პროფესიული სტრესის საკითხებში, 112-ის ოპერატორებისა და დისპეტჩერებისთვის, შსს აკადემიაში, 2015 წლის 28 აპრილიდან 25 ივნისამდე, ტრენინგი  ტარდება.


ტრენინგის მიზანია, 112-ის ოპერატორებისთვის ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. ასევე, პროფესიული სტრესისგან თავდაცვის მეთოდების შესწავლა და მისი გამოყენება ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.


აღნიშნულ ტრენინგის გავლა მნიშვნელოვანია 112-ის თითოეული ოპერატორისათვის, რადგან მათ, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა მოქალაქეებთან. ტრენინგის ფარგლებში, ოპერატორები გადამზადდებიან სატელეფონო მომსახურებისა და მოქალაქესთან ურთიერთობის ზოგადი სტანდარტის კუთხით, ასევე შეისწავლიან აქტიური მოსმენის, შეკითხვის დასმის ტექნიკასა და რთულ მოქალაქესთან ურთიერთობის პრინციპებს.


 

  


 

112-ის მიერ ეფექტური მომსახურების განხორციელების მიზნით, მნიშვნელოვანია ოპერატორების ქცევის საკითხი სტრესულ სიტუაციებში. ასევე, ტრენინგის ფარგლებში, 112-ის ოპერატორები შეისწავლიან რა სიმპტომები ახასიათებს პროფესიულ სტრესს.


ოპერატორების მუდმივი გადამზადება 112-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან სამსახურისთვის მთავარია, შემცირდეს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დრო და გაიზარდოს მოქალაქეთა კმაყოფილების დონე.