სიახლეები
112-ს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ეწვივნენ
2015-05-23 11:12:30
112-ს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა.

 

 ვიზიტის ფარგლებში, აშშ- დელეგაცის წევრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

   


 სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილზე გასცნობოდნენ 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას, დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს.

 

 გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.