სიახლეები
1 ივნისს 112-ის თანამშრომლები მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ
2015-06-02 10:50:20
1 ივნისს 112-ის თანამშრომლები მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ

2015 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს  112-ის  დეპარტამენტის თანამშრომლები  მრავალშვილიან, გაჭირვებულ ოჯახებს ესტუმრნენ.

 

112-ის თანამშრომლებმა საკუთარი ინიციატივით შეაგროვეს თანხა და სხვადასხვა საჭირო პროდუქტი პართეონ ღვალაძის ათშვილიან ოჯახსა და ელენე ძოძუაშვილის შვიდშვილიან ოჯახებს გადასცეს.