სიახლეები
„მადლობის სიგელები“ 112-ის ოპერატორებს
2015-08-11 13:26:00
„მადლობის სიგელები“ 112-ის ოპერატორებს

112-ის ოპერატიული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ტატალაშვილმა თანამშრომლებს „მადლობის სიგელები გადასცა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების დროს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის 112-ის თანამშრომლები მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ.

 

კერძოდ, მინისტრის მადლობა 112-ის იმ თანამშრომლებმა დაიმსახურეს, რომლებმაც განსაკუთრებული უნარები გამოავლინეს მოქალაქეებისგან შეტყობინების ოპერატიულად მიღებისა და შესაბამისი სამსახურებისთვის აღნიშნული ინფორმაციის გადაცემის დროს.

 

დაჯილდოვებული თანამშრომლები:

1. თამარ იაკობიშვილი
2. სალომე პაპუაშვილი
3. გურანდა ბელქანია
4. ეკა გეგეჭჯორი
5. ნანუკა ნაროზაული
6. თეა ტალახაძე

7. მედეა მდივანი
8. ნინო ლაშხი
9. მარინე ჩხაიძე
10. ვერა კიკვაძე
11. ლევანი ბუკია
12. სალომე რეხვიაშვილ

13. ლელა ამირველაშვილი-აფრასიძე
14. სოფიკო ქარდავა
15. თამარ ლაჩაშვილი
16. ელგუჯა ლობჟანიძე
17. კახა ჩიხრაძე