სიახლეები
112-ის საინფორმაციო ბანერები გამშვებ პუნქტებზე განთავსდა
2015-10-06 17:30:07
112-ის საინფორმაციო ბანერები გამშვებ პუნქტებზე განთავსდა

112-მა, საინფორმაციო ბანერები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე განათავსა.

აღნიშნული ბანერების განთავსების მიზანია, არარეზიდენტების ცნობადობის ამაღლება, რათა ქვეყანაში შემოსულ ადამიანებს მარტივად მიეწოდოს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის შესახებ, თუ სად უნდა დარეკონ როდესაც საჭიროა პოლიციის, სახანძრო-სამაშველო თუ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

 

 

 

 

112-მა საინფორმაციო ბანერების განთავსება რამდენიმე ეტაპად განახორციელა. პროექტის პირველ ეტაპზე საინფორმაციო ბანერები ბაკურიანსა და გუდაურში განთავსდა. ხოლო, მეორე ეტაპზე ბათუმში, ქობულეთში, სარფში, გონიოში, შეკვეთილში, ურეკსა და მესტიაში. მესამე ეტაპზე კი ბანერები რაჭაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში განთავსდა.


გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112 აღნიშნულ პროექტს, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს.