სიახლეები
112-ის ტრენინგ ცენტრი
2015-10-10 13:17:08
112-ის ტრენინგ ცენტრი

2015 წლის, სექტემბერში, შსს სსიპ „112“-ში ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგ ცენტრი ჩამოყალიბდა.

 

აღნიშნული ცენტრის ტრენერებსა და 112-ის თანამშრომლებს, 6-9 ოქტომბერს, ორგანიზაცია „განათლებისა და მართვის გუნდმა“ ტრენერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩაუტარა.

 

პროგრამა უზრუნველყოფს საბაზისო სწავლების ცოდნის ამაღლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რის საფუძველზეც ტრენერი შეძლებს, 112-ის ოპერატორებისთვის საჭირო სწავლის პროგრამის შემუშავებას, სახელმძღვანელოს შექმნას, პრეზენტაციისა და ტრენინგის განრიგის გაწერას.

 



 

ტრენინგის მონაწილეებს, 112-ის დირექტორის მოადგილემ, თეა გზირიშვილმა და ორგანიზაცია „განათლებისა და მართვის გუნდის“ დირექტორმა, პავლე თვალიაშვილმა სერტიფიკატები გადასცეს.