სიახლეები
ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტები 112-ს ეწვივნენ
2015-11-06 11:54:53
ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტები 112-ს ეწვივნენ

2015 წლის 5 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, პროგრამის – „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ფარგლებში, თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი    სტუდენტები ეწვივნენ.

სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს,
ოპერატორების სამუშაო პროცესს დააკვირდნენ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ. სტუდენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე 112-ის წარმომადგენლებმა უპასუხეს.

 


ვიზიტის დასასრულს, თბილისის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


112-ში სტუდენტების ვიზიტს სისტემატური ხასიათი აქვს და იგი  ახალგაზრდებში სამოქალაქო კულტურის ამაღლებას და გადაუდებელ სიტუაციებში ქცევის წესების გაცნობას ისახავს მიზნად.