სიახლეები
112-ს ყრუ და სმენადაქვეითებული პირები ესტუმრნენ
2015-11-27 18:50:36
112-ს ყრუ და სმენადაქვეითებული პირები ესტუმრნენ

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი აგრძელებს ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებთან შეხვედრებს.


2015 წლის, 27 ნოემბერს ცენტრს 15-მდე ყრუ და სმენადაქვეითებული პირი ესტუმრა. სტუმრებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია, დაათვალიერეს ქოლ-ცენტრი და დარეგისტრირდნენ 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში.


112-ის მიზანია SMS და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში დაარეგისტრიროს საქართველოში მცხოვრები ყველა ყრუ და სმენადაქვეითებული პირი, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლონ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან დაკავშირება.

 

 

SMS და ვიდეო ზარის სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. 112-ში შემოსული შეტყობინება, გადაუდებელი დახმარების შესახებ, გადაეცემა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, პოლიციას და სახანძრო-სამაშველო სამსახურს. ვიდეო ზარის საშუალებით შემოსულ შეტყობინებებს ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები იღებენ. აღნიშნული სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებ-გვერდზე: www.112.ge