სიახლეები
უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი „112“-ში
2012-11-26 20:50:30
უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი „112“-ში

2012 წლის 26 ნოემბერს, შსს სსიპ - „112“-ს უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდკაციანი დელეგაცია ესტუმრა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში დელეგატები „112“-ს ეწვივნენ. დელეგატებს შორის გახლდათ უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სანდორ პინტერი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

 

 

მათ დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და სამუშაო პროცესს დააკვირდნენ. დელეგატებმა „112“-ის წარმომადგენლებისაგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია ერთიანი საგანგებო ნომრის 112-ის მართვის შესახებ საქართველოში.