სიახლეები
112-ს ქ.თბილისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
2015-12-03 12:06:59
112-ს ქ.თბილისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს პროექტი „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ გრძელდება.

 

პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს 2015 წლის 2 დეკემბერს, ქ.თბილისის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

 

სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს.