სიახლეები
112-ს ყრუ და სმენადაქვეითებული პირები ესტუმრნენ
2015-12-07 14:07:12
112-ს ყრუ და სმენადაქვეითებული პირები ესტუმრნენ

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი აგრძელებს ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებთან შეხვედრებს.



2015 წლის 4 დეკემბერს, სტუმრებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია, დაათვალიერეს ქოლ-ცენტრი და დარეგისტრირდნენ 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში.

 

112-ის მიზანია SMS და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში დაარეგისტრიროს საქართველოში მცხოვრები ყველა ყრუ და სმენადაქვეითებული პირი, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლონ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან დაკავშირება.

 



შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა ყრუ და სმენადაქვეითებული პირების წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებგვერდზე: www.112.ge