სიახლეები
203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები 112-ს ესტუმრნენ
2015-12-11 12:41:41
203-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები 112-ს ესტუმრნენ

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი აგრძელებს ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებთან შეხვედრებს. 

2015 წლის 10 დეკემბერს, ქ.თბილისის, 203-ე ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მათ ჩაუტარდათ პრეზენტაცია, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის შესახებ მიიღეს სრული ინფორმაცია, დაათვალიერეს ქოლ-ცენტრი და დარეგისტრირდნენ 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში.

112-ის მიზანია SMS და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში დაარეგისტრიროს საქართველოში მცხოვრები ყველა ყრუ და სმენადაქვეითებული პირი, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლონ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან დაკავშირება. 


 

შეგახსენებთ, რომ SMS და ვიდეო ზარი ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებგვერდზე: www.112.ge