სიახლეები
შშმ პირების რეგისტრაცია 112-ში გრძელდება
2015-12-24 17:00:23
შშმ პირების რეგისტრაცია 112-ში გრძელდება

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი აგრძელებს SMS და ვიდეო ზარის მომხმარებელთა რეგისტრაციის პროცესს.


2015 წლის 23 დეკემბერს, 112-ის წარმომადგენლებმა ყრუ და სმენადაქვეითებული პირები დაარეგისტრირეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სერვისის შესახებ.


112-ის მიზანია SMS და ვიდეო ზარის სერვისის ბაზაში დაარეგისტრიროს საქართველოში მცხოვრები ყველა ყრუ და სმენადაქვეითებული პირი, რათა მათ საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებლად შეძლონ გადაუდებელი დახმარების ნომრით სარგებლობა.

 



შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს და სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებგვერდზე: www.112.ge