სიახლეები
„112“-ის თანამშრომლის პერსონალური გამოფენა
2012-12-03 12:11:44
„112“-ის თანამშრომლის პერსონალური გამოფენა

2012 წლის 1 დეკემბერს ,,თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის“ მუზეუმში გაიხსნა „112“-ის თანამშრომლის, დავით ჯინჯიხაძის პერსონალური გამოფენა, რომელიც 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

დავითი 15 წლიდან ხატავს, მაგრამ სპეციალური განათლება ამ მიმართულებით არ მიუღია, თუმცა, ეს მისთვის უკვე რიგით მეოთხე პერსონალური გამოფენაა.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მოყვარული მხატვრის 20-ზე მეტი ნამუშევარი, ძირითადად პეიზაჟები და ნატურმორტები, რომელიც მან ბოლო წლებში შექმნა.

 

„112“  ულოცავს  დავითს ექსპოზიციის გახსნას და უსურვებს წარმატებებს.