სიახლეები
112-ს გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ესტუმრა
2016-05-05 10:43:32
112-ს გერმანელ ჟურნალისტთა ჯგუფი ესტუმრა

112-ს საქართველოში ვიზიტით მყოფი 16 გერმანელი ჟურნალისტი ეწვია.


სტუმრებს 112-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა და ქოლ-ცენტრი დაათვალიერებინა. გერმანელი ჟურნალისტები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ.


უცხოელი ჟურნალისტები 112-ის სერვისებით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. სტუმრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

 

 


გერმანელ ჟურნალისტთა საქართველოში ვიზიტის მიზანი  არსებული ვითარების, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს უკეთ გაცნობაა.


მედიატურში ბერლინის პრესკლუბის წევრები მონაწილეობენ, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამყვან მედია საშუალებებს წარმოადგენენ.