სიახლეები
ფრანგი ექსპერტების ვიზიტი - „112“-ში
2012-12-06 11:10:28
ფრანგი ექსპერტების ვიზიტი - „112“-ში

2012 წლის 5 დეკემბერს, შსს სსიპ - „112“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი, ჟან–ფრედ კრუზიარი და დეპარტამენტში სტუმრად მყოფი ფრანგი ექსპერტი, ნიკოლა მალეჟაკი ეწვივნენ.

 

სტუმრებმა დაათვალიერეს შენობა და ძირითადად „112“-ის ელექტრონული პროგრამის - ERC-ის მუშაობით დაინტერესდნენ, რომლის შესახებაც მათ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ალექსანდრე მაილოვი ესაუბრა.

 

 

ვიზიტის დასასრულს სტუმრებს „112“-ის კორპორატიული ნივთების ნაკრები გადაეცათ.