სიახლეები
„კოსმიური ხომალდის“ წევრები სტუმრად „112“-ში
2016-06-24 18:13:37
„კოსმიური ხომალდის“ წევრები სტუმრად „112“-ში

2016 წლის 20 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, შსს სსიპ „112“-ის ინოვაციური პროექტის „კოსმიური ხომალდის“ გამარჯვებული ბავშვები „112“-ს ესტუმრნენ.  

 

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ბავშვებმა მოისმინეს პრეზენტაცია „112“-ის შესახებ და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია, თუ რა დროს უნდა დარეკონ გადაუდებელი დახმარების ნომერზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან და რა სანქციები არსებობს ცრუ და არამიზნობრივი ზარის განხორციელების შემთხვევაში. „112-ის კოსმიური ხომალდის“ წევრებმა დაათვალიერეს ქოლ-ცენტრი და გაეცნენ რეალურ სამუშაო პროცესს. 

 

შეხვედრის დასასრულს ბავშვებს, სამახსოვროდ საჩუქრები გადაეცათ. 

 

 

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ წარმოდგენილი იყო ინოვაციური საბავშვო პროექტით – „კოსმიური ხომალდი“. „112“-ის მთავარი გზავნილები ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიეწოდათ. კერძოდ, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მონაწილეობით მათ შეძლეს გამხდარიყვნენ „112-ის კოსმიური ხომალდის“ წევრები. გამარჯვებულებს კი გადაეცათ სპეციალური საშვი, რომლითაც „112“-ში სტუმრობის უფლება მიეცათ.