სიახლეები
ტრენინგები „112“-ის თანამშრომლებისათვის
2012-12-13 17:58:22
ტრენინგები „112“-ის თანამშრომლებისათვის

2012 წლის 27 ნოემბრიდან, 13 დეკემბრის ჩათვლით,  შსს სსიპ „112“–ის ადმინისტრაციის 17-მა თანამშრომელმა გაიარა 2 ტრენინგი „მოლაპარაკებებსა“ და „დროის მართვაში“.

 

კურსი ტრენინგ პროვაიდერ „მართვის აკადემიის“ მიერ ჩატარდა.

 

„მოლაპარაკებების“ კურსი, ჰარვარდის მოლაპარაკებათა პროექტის შემუშავებულ მეთოდოლოგიას ეფუძნებოდა და მასალები ამ მეთოდოლოგიის ერთ-ერთი შემოქმედის, როჯერ ფიშერის ტრენინგებზე იყო მიღებული.

 

 

ტრენინგის ძირითადი მიზანი გახლდათ, კურსის მსვლელობისას მონაწილეები გაცნობოდნენ მოლაპარაკებათა სხვადასხვა მეთოდებს, რათა შემდგომში მათ მიერ წარმოებული მოლაპარაკებები უფრო შედეგიანი და ეფექტიანი გახდეს.

 

„დროის მართვის“ კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ე.წ. „უსტრესო პროდუქტიულობის“ პრინციპებისა და ტექნიკის სწავლება მსმენელებისათვის. ასევე მათში დროის მართვის ჩვევების დანერგვა და გამყარება.

 

ტრენინგების დასასრულს მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.