სიახლეები
„112“-ს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ეწვია
2017-02-05 16:40:53
„112“-ს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ეწვია

2017 წლის 31 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ივან ნოსკევიჩი ეწვია.

 

სტუმრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის - „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

 

 

ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს. „112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს ცენტრი პირადად დაათვალიერებინა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.