სიახლეები
„112“-ს შვედეთის სამეფოს დელეგაცია ეწვია
2017-02-10 17:52:02
„112“-ს შვედეთის სამეფოს დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის ეროვნული პოლიციის კომისრის მოადგილე, მეტს ლოფვინგი და შვედი სამართალდამცველები ეწვივნენ.

სტუმრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

 

 

„112“-ის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს პრეზენტაციის სახით მიაწოდეს ინფორმაცია განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების პროცესის შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს ქოლ-ცენტრი, სადაც ოპერატორებისა და დისპეტჩერების ძირითად სამუშაო პროგრამასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიიღეს. მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს, „112“-ის ხელმძღვანელებმა დელეგაციის თითოეულ წევრს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.