სიახლეები
კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეები „112“-ს ესტუმრნენ
2017-02-06 15:30:00
კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეები „112“-ს ესტუმრნენ

ყოველი წლის 11 თებერვალს, როგორც საქართველო, ასევე, მსოფლიოს 81 ქვეყანა, გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის დღეს აღნიშნავს. მიმდინარე წლის 6-11 თებერვალს, საქართველოს 112-მა  სხვადასხვა სახის ღონისძიება განახორციელა.


აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის ფრანგული სკოლის 100-ზე მეტმა მოსწავლემ შსს-ს „112“-ის დეპარტამენტი დაათვალიერა, ცენტრის და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო. „112“-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს სრული ინფორმაცია მიაწოდეს გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ, რომლის მიზანია მოქალაქეთათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, გადაუდებელი შემთხვევების დროს დახმარების აღმოჩენა.

 


 

მოზარდებს, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ იმის შესახებ: თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე; რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით. ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ცენტრის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში.