სიახლეები
112-ს მოლდოვის დელეგაცია ეწვია
2017-02-22 17:47:38
112-ს მოლდოვის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, სამუშაო ვიზიტით, მოლდოვის რესპუბლიკის გადაუდებელი დახმარების ნომრის - 112-ის და სასწრაფო დახმარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

 

ვიზიტის მიზანი იყო მოლდოვური მხარის მიერ საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების სისტემის მუშაობის სპეციფიკის შესწავლა და შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის გამოცდილების გაზიარება.

 

 

„112“-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს თბილისის და რუსთავის ცენტრები დაათვალიერებინა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას, საგანგებო სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობის პრინციპებს, ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საინფორმაციო ტექნოლოგიების მუშაობის პროგრამულ და ტექნიკური ასპექტებსა, პროფესიონალი კადრების გადამზადების პროცესებს. გარდა ამისა, დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ უშუალოდ დაკვირვებოდნენ შემოსული შეტყობინებების მართვის პროცესს.

 

მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთიანი საგანგებო სისტემის დანერგვის პროცესში გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.